Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე არჩევნების ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21 –ე მუხლის მე– 6 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით (2014 წლის 26 ივნისის N3, 2014 წლის 9 ოქტომბრის N6 და 2015 წლის 5 ოქტომბრის N5 სხდომის ოქმები) დამტკიცებული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბრის N12 ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფაკულტეტის საბჭოს წევრის რიგგარეშე არჩევნების ვადად განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვარი.

2. ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალი ფაკულტეტის კანცელარიაში განცხადებით წარადგენს საკუთარ კანდიდატურას, რის შედეგადაც იგი დარეგისტრირდება ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატად.

3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

ფაკულტეტის დეკანის

მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/